საქსტატმა 2025 წლის I კვარტალის ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ოფიციალური სტატისტიკით, 21 300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 200%-ით აღემატება.
რაც შეეხება იმპორტს, პირველ კვარტალში 2 700 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 64%-ით ჩამორჩება.
2024 წელს და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ცოცხალი ღორი ექსპორტზე არ გასულა. იმპორტირებულია 35 900 სული ღორი - წლიური ზრდა 3%.
17%-ით იკლო და 1 მლნ 787 ათასი ფრთა შეადგინა ცოცხალი ფრინველების ექსპორტმა. იმპორტმა კი 1 839 900 ფრთა, რაც 1.6%-იანი კლებაა.




























