საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა. როგორც BBC წერს, ლუვრის მუზეუმმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია, განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით არ იმუშავებს. კერძოდ, ლუვრის მუზეუმის განცხადებით, მისი ისტორიული შენობა „კლიმატის ცვლილებასთან საკმარისად ადაპტირებული არ არის“.
ცნობისთვის, სიცხემ საფრანგეთში ელექტროენერგიის მიწოდების პირველი მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. სამშაბათს საღამოს, ფინისტერის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ტრანსფორმატორის პრობლემის გამო, დაახლოებით 68 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერმა სიცხემ მსხვერპლიც გამოიწვია. დაღუპულია ათობით ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა.
რა გველოდება უახლოეს თვეებში და რა იწვევს დედამიწის გაცხელებას?
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე


































