მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექთნები და ექიმები საზღვარგარეთ მიდიან, რადგან ამ ხელფასზე მუშაობა არ შეუძლიათ - ჩუხრუკიძე

62d867b41aa24
ალა ისპირიანი
21.07.22 01:09
901
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოდან ექთნების და ექიმების საზღვარგარეთ გადინებაა, რადგან მათ არსებულ ხელფასზე მუშაობა არ შეუძლიათ.

როგორც არჩილ ჩუხრუკიძე “საქმის კურსში“ აცხადებს, ხელფასების შემცირება 520-ე დადგენილების მიღებამ გამოიწვია. მისი მოსაზრებით, ჯანდაცვის სფეროზე DRG სისტემის შემოღებაც უარყოფითად აისახება, თუ მისი კალკულაციებისა და ტარიფების განსაზღვრა სწორად არ მოხდა.

"DRG სისტემას ჩვენ მივესალმებით და მზად ვართ ამ მუშაობაშიც აქტიურად ჩავერთოთ. ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრა იყო, მაგრამ არა დეტალური, რადგან DRG-ის შემთხვევაშიც თუ არ განისაზღვრა და სწორად არ იქნა გაკეთებული სწორი კალკულაციები და ტარიფები, იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რაც 520-ე დადგენილებაზე იყო.

2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილებით, 2013 წელს არსებული ტარიფებიც კი შეამცირეს, რომელიც კარდიოლოგია, კარდიოქირურგიაში და ინტერვენციულ კარდიოლოგიაში იყო. დღეს, როდესაც ინფლაციაა და ყველაფერი გაძვირდა, ერთჯერადი მასალები, მედიკამენტები და ტარიფები უცვლელი დარჩა. ძალიან რთულ პირობებში არიან კლინიკები, როგორც თბილისში, ისე რეგიონში და რთულად უწევთ იმ ხარისხის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას დღეს უნდა ჰქონდეს.

ჩვენ ხარისხის კუთხითაც ჩამოვრჩებით ევროპის და ამერიკის ქვეყნებს. კლინიკები დგანან საფრთხის წინაშე, რომ მედპერსონალი, რომლებსაც, 2019 წელს, 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე ხელფასები შეუმცირდათ და დღეს ხელფასების მომატების არანაირი რესურსი არ არის, საზღვარგარეთ მიდის. 

ჩვენ ბოლო 3 წელია წინსვლა არაფერი გვქონია, რადგან არანაირი ფინანსური რესურსი არ გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიახლე, ახალი ტექნოლოგია, ახალი მკურნალობის მეთოდები დაგვენერგა", - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები