მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექთნების დეფიციტი - როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევას?

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტები, რომელიც კლინიკებს შესაბამის პირობებს უწესებს როგორც რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, ისე აღჭურვილობის და სამედიცინო პერსონალის რაოდენობის მიმართულებით. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დამხმარე სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექთნების სერიოზული დეფიციტია, მოთხოვნილი სანებართვო პირობები კლინიკებს ორ საწოლზე ერთი ექთნის ყოლას ავალდებულებს. 

ეს იმ დროს, როცა პერსონალის დეფიციტის პირობებში ერთი ექთანი 4-5 პაციენტზე მოდის და დაბალი ანაზღაურების გამო ამ ადამიანებს შეთავსებით რამდენგან უწევთ მუშაობა. ამ პირობებში როგორ სრულდება მთავრობის მიერ მოთხოვნილი პირობები, რას აკეთებს მთავრობა და კერძო სექტორი შესაბამისი საკადრო უზრუნველყოფისთვის და რატომ არის, რომ ექთნის პროფესია რეპუტაციულად დღემდე ვერ გახდა მიმზიდველი საქმე?

სტუმარი: მარინა სახვაძე - ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები