2023 წელს საქართველოში 21 500-მდე ექთანი და 24 500-მდე ექიმი მუშაობდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექიმების რაოდენობა გაზრდილია, ექთნების კი შემცირდა. 2022 წელთან შედარებით, ქვეყანაში ექთნების რაოდენობა 561-ითაა შემცირებული. ამ ფონზე ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექთნების ნაწილი ქვეყანას ტოვებს. მიზეზად დაბალი ანაზღაურება და კლინიკებში არსებული შრომითი პირობები სახელდება. რა იწვევს ექთნების დეფიციტს და რა გამოსავალზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები