მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერაყი ჰეზბოლასა და ჰუსიტების აქტივებს გაყინავს

ერაყი
BM. GE
04.12.25 21:37
331

ერაყის რესპუბლიკამ ქვეყანაში განთავსებული იმ აქტივებისა და ანგარიშების გაყინვა დაიწყო, რომელიც ჰუსიტებსა და ჰეზბოლას ეკუთვნის. ირანის გავლენის ქვეშ მყოფი ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც ლიბანსა და იემენში ფუნქციონირებენ, დაკავშირებული არიან სხვა ქვეყანაში მყოფ დაჯგუფებებთანაც. მათ შორისაა ერაყში მყოფი ქათაიბ ჰეზბოლა, რომლის აქტივებიც ასევე გაყინულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ოფიციალური ბაღდადის პოზიციას, მიიღოს ეფექტიანი კონტრტერორისტული კანონმდებლობა და დაუახლოვდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და დაწესებულ სახელმძღვანელო პრინციპებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტერორისტი ინდივიდებისა და ჯგუფების ფინანსური თავისუფლების შეზღუდვა და მათი ოპერაციების შეზღუდვა.

როგორც ბაღდადში განმარტავენ, ქვეყნის მიზანია აღასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები