ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის განცხადებით, ალ ასადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება დგას, რომელიც საკუთარ თავს "ერაყში ისლამურ წინააღმდეგობას" უწოდებს.
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჭურვების უმეტესობის გაუვნებელყოფა შეძლეს, თუმცა რამდენიმე მათგანი ბაზას მაინც მოხვდა და ზარალის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება 2023 წელს გამოჩნდა და ირანთან დაკავშირებულ რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც ერაყში მოქმედებენ.