მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

‘’ერბორიანმა’’ მსოფლიოში პირველი Pop-Up მაღაზია საქართველოში გახსნა

‘’ერბორიანმა’’ მსოფლიოში პირველი Pop-Up მაღაზია საქართველოში გახსნა
26.01.26 09:45
555

ახალი სივრცე გალერია თბილისში უკვე გაიხსნა

Erborian-ის გლობალურ რუკაზე თბილისი იმ მთავარ მაგისტრალად მოინიშნა, სადაც ბრენდი თავის პირველ საერთაშორისო პრეცედენტს ქმნის. მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიის ყურადღება სწორედ საქართველოსკენ არის მოპყრობილი, რადგან თბილისის შუაგულში, ‘’გალერია თბილისში’’ Erborian-ი პირველი მუდმივი Pop-Up მაღაზია გაიხსნა. ეს მასშტაბური პროექტი, გლობალური ერბორიანისა და საქართველოს ოციფიალური წარმომადგენლობის , მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელადა.

ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს პოპულარიზაცია და იმ ახალი ისტორიის დაწერაა, სადაც ჩვენი ქვეყანა ბრენდის გლობალური მნიშვნელობის ლოკაციად იქცა. ‘’გალერია თბილისის’’ შერჩევა სწორედ ამ მასშტაბურობამ განაპირობა, რადგან დედაქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი საუკეთესო პლატფორმაა ასეთი პრეცედენტის წარსადგენად.

ერბორიანის ბრენდული მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მთელი კვირის მანძილზე ყველა სტუმარს ელის სპეციალური შეთავაზება, საჩუქრები შენაძენზე, სიურპრიზები და სხვადასხვა სახალისო აქტივობები. ადგილზე დაგხვდებათ მთელს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი CC და BB კრემების სრული პალიტრა. ამასთანავე

ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიური შესაძლებლობა ეძლევა, აღმოაჩინოს ბრენდის უახლესი სახის მოვლის პროდუქცია: მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ერბორიანის მოვლის ხაზიდან, Skin Therapy-ის ოჯახის ორი ახალი წევრი - Skin Therapy Milky-ს შრატი და Skin Therapy თვალის კრემი, რომლებიც ღამის მოვლის მულტი-პერფექტორი ხაზის ნაწილია. ისინი შექმნილია ჰიალურონის მჟავისა და 17 კორეული სუპერინგრედიენტების სინერგიით. ღამის რიტუალი, რომელიც კანს რეალურად ერთ ღამეში ცვლის, უკვე შეგიძლიათ თავად გამოცადოთ.

ამასთანავე ახალ სივრცეში წარმოდგენილია ერბორიანის სრული კოლექცია, მათ შორის ბესთსელერი CC კრემი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად CC კრემად მიიჩნევა და ყოველ 12 წამში 1 ცალი იყიდება. BB, Super BB კრემები, თვალის ქონსილერები, სახის ნიღბები, სკრაბები და ბრენდის აქსესუარები

ერბორიანი , რომელიც L’Occitane-ის ჯგუფის წევრია, სილამაზის სამყაროში თავისი ჰიბრიდული ფორმულებით გამოირჩევა. ბრენდი ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ნახევრად მაკიაჟია და ნახევრად კანის მოვლა. მათი ფორმულების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ მყისიერად ფარავენ ნაკლოვანებებს, არამედ სიღრმისეულად მკურნალობენ კანს, კორეული სუპერ ინგრედიენტების დახმარებით. სწორედ ამ მიდგომებით შეძლო ბრენდმა ისეთი ლეგენდარული პროდუქტების შექმნა, როგორებიცაა მაგალითად ევროპულ ბაზარზე პირველად წარდგენილი BB Creme.

‘’Galleria Tbilisi-ში’’ დაგეგმილი გახსნა მხოლოდ დასაწყისია - ბრენდი უახლოეს მომავალში, მსგავსი კონცეფციის სივრცეებს, ქვეყნის სხვა წამყვან სავაჭრო ცენტრებშიც წარადგენს. ეს არ არის უბრალოდ მორიგი მაღაზიის გახსნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ გლობალურად აღიარებული ბრენდი თავისი ისტორიის ახალ თავს სწორედ საქართველოში წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები