ეს განცხადება ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის გათავისუფლებისა და პოსტზე მისი მხარდამჭერის მურათ იუსალის დანიშვნის შემდეგ გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელსაც შეამცირებს. ბანკი არსებული 15%-იანი ინფლაციის 10%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან მურატ ჩეტინკაია გათავისუფლა, რითიც ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შეარყია. გათავისუფლების მიზეზი გახდა ის მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ცენტრალური ბანკი 2018 წელს მომხმარი სავალუტო კრიზისის შემდგომ ატარებს. უფრო კონკრეტულად კი, ბანკმა 2018 წლის სექტემბერში 24%-მდე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება არაერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება არაერთხელ გააკრიტიკა, რის შემდეგაც ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

























