მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერდოღანი მოსახლეობას ინფლაციის ერთნიშნა რიცხვამდე დაყვანას დაჰპირდა - Reuters

6435a71f21ff3
ალა ისპირიანი
11.04.23 22:30
803
ერდოღანი მოსახლეობას ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის ერთნიშნა რიცხვამდე დაყვანას დაჰპირდა. ამის შესახებ Reuters წერს.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.

"ჩვენ დავაბრუნებთ ინფლაციას ერთნიშნა რიცხვამდე და აუცილებლად გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემისგან", - განუცხადა მან ანკარაში შეკრებილ ხალხს.

როგორც Reuters წერს, "სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის (AKP) საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2023-2028 წლებში წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება.

ცნობისთვის: 14 მაისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ოპოზიციური ალიანსის მთავარ კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები