მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერდოღანმა ფინანსთა მინისტრად საკუთარი სიძე დანიშნა

5b45d29e25d86
ლევან თაღიაშვილი
11.07.18 13:28
585

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინანსთა მინიტრად საკუთარი სიძე დანიშნა, ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგნელობაში მისი ერთგული ადამიანები და კერძო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები შედიან. 

"ბერათ ალბაირაქის დანიშვნა, რომელიც ერდოღანის შვილზე 2004 წელს დაქორწინდა, ანალიტიკოსებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის საგანგაშო ნაბიჯი აღმოჩნდა და შეშფოთება გამოიწვია თურქული ეკონომიკის სიჯანსაღისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებთ", - წერს FT. 

შეგახსენებთ, რომ თურქული ლირა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბოლო დროს ის 3.8%-ით გაუფასურდა. ამჟამად 1 აშშ დოლარი 4.75 თურქული ლირის ექვივალენტია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები