მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერეკლე ურუშაძე: საქართველო კონკრეტულად მაღალი დონის კორუფციას უნდა ებრძოლოს

574e915573d15
BM.GE
01.06.16 11:38
1684
"სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და კორუფციის მფარველობას ვერ გვაბრალებენ", -აღნიშნა თავის წერილში ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიტიკოსი ერეკლე ურუშაძე "ბიზნესკონტაქტთან" ორგანიზაციის ბოლო კვლევაზე საუბრობს, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის ხედვისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და აღნიშნავს, რომ კორუფციის გაზომვის მარტივი მეთოდი არ არსებობს.

"მიუხედავად მთელი რიგი პოზიტიური რეფორმებისა, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე გატარდა, ანტიკორუფციულ კანონმდებლობის მხრივ მართლაც არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ პრაქტიკაში თუ ვიტყვით თუ რამდენად არის მზად ქართული სახელმწიფო გაუმკლავდეს იმავე ელიტურ კორუფციას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა ახსენა, აქ სიტუაცია პრინციპულად არ შეცვლილა.

ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩავატარეთ უკვე მესამედ და ორი კითხვა დავსვით, შევეცადეთ პირობითად გაგვეზომა დაბალი დონის და მაღალი დონის კორუფციები. დაბალი დონის კორუფციებს რაც შეეხება ვკითხულობდით ბოლო 12 თვის განმავლობაში რამდენად მოუხდათ მათი ოჯახის წევრებს ქრთამის გადახდა საჯარო სერვისისთვის. ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა ადრეც კარგი იყო და კარგია ახლაც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საჯარო სერვისებში კორუფციის დონე დაბალია, რაც ძალიან კარგია. 

მნიშვნელოვანია საქართველომ სათანადო ინსტიტუციური ჩარჩო შექმნას, ინსტიტუციური მექანიზმები მაღალ დონეზე კორუფციის პრევენციისთვის. თითოეული მაღალი თანამდებობის პირი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ძალიან მაღალი ხარისხის პირობებში უნდა მოქმედებდეს. ასოცირების ხელშეკრულებაშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო არა ზოგადად კორუფციას, არამედ კონკრეტულად მაღალი დონის კორუფციას უნდა ებრძოლოს. ვფიქრობთ, ერთი პრობლემა ეს არის სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზაცია და მათი დეპოლიტიზაციის პრობლემა, რადგან დღევანდელი სამართალდამცავი უწყებების და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არ არის ისეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებთან დაპირისპირება შეძლონ", - ამბობს ერეკლე ურუშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები