მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტი

ერევნის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სომხური მედია წერს. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიარეისი გაუქმდა, ხოლო 16 გადაიდო.

გაუქმებულა შიდა რეისი კაპანი-ერევანი, ასევე ორი საერთაშორისო ფრენა - Flyone-ის რეისი ჰერაკლიონი-ერევანი და Shirak Avia-ს მოსკოვი-ერევნის რეისი.

გარდა ამისა, ერევნის აეროპორტის მიმართულებით გადაიდო ფრენები მინერალნიე-ვოდიდან, კრასნოდარიდან, სოჭიდან, კიშინიოვიდან და პეტერბურგიდანაც. სომხური მედიის ცნობით, რეისი გადადებული იყო მათ შორის თბილისიდანაც. თუმცა, როგორც Bm.ge-ის თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს, Flyone Armenia-ს რეისი ერევანი-თბილისი-ერევანი შესრულებულია.

ერევნის აეროპორტში რეისების გაუქმებისა და გადადების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ ვრცელდება, თუმცა როგორც ჩანს, აეროპორტში შეფერხებულია რეისების მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები