მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერევნის ცენტრში მდებარე სასტუმროში ბომბს ეძებენ - პერიმეტრი ევაკუირებულია

5db826718477b
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 16:00
1045

სომხეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟული სასტუმროდან ხალხის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაცია მაშინ დაიწყო, როცა მთავრობის სახლის გვერდით მდებარე სასტუმროში ბომბის არსებობის შესახებ ცნობა პოლიციიის განყოფილებაში შევიდა.



ამ დროისათვის, პერიმეტრი გადაკეტილია და ადგილზე სამაშველო, სახანძრო და სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.


"სახანძრო და სამაშველო სამსახურის საბრძოლო ეკიპაჟები, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის სწრაფი რეაგირების ჯგუფი და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელბი ადგილზე იმყოფებიან და შემთხვევას სწავლობენ", - ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის განცხადებაში.



აღსანიშნავია, რომ ერევანში დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები