მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ericsson 25 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

59969cde46fbc
BM.GE
18.08.17 11:45
1245
შვედურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Ericsson ხარჯების შემცირების მიზნით, საზღვარგარეთის ოფისებიდან შესაძლოა 25 ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლოს, - ინფორმაციას Svenska Dagbladet ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, Ericsson-ის თანამშრომლები შვედეთში სამსახურს არ დაკარგავენ, სხვა ქვეყნებში კი, შესაძლოა, სამუშაო შტატი 80-90%-ით შემცირდეს.

გამოცემის ცნობით, დღეისათვის კომპანიის თანამშრომლების საერთო რაოდენობა 109 ათასია. Ericsson აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ვებ-გვერდზე გაკეთებული კომენტარით ადასტურებს, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის პროგრამის გაფართოებას მართლაც აპირებს. კომპანია არ აკონკრეტებს თუ რომელ ქვეყანაში და კერძოდ რომელ განყოფილებაში განახორციელებს თანამშრომლების გათავისუფლებას.

„ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულ ზომებსა და ქვეყნებზე საუბარი, ჩვენ წინასწარ აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს ჩვენი თანამშრომლების გათავისუფლება“ - განმარტავს შვედური კომპანია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში Ericsson-ის 7 000-ზე მეტმა თანამშრომელმა სამუშაო დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები