ISET-ის ეკონომისტის ერიკ ლივნის განცხადებით, ლარიზაციის პროგრამას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა არ ექნება. როგორც ლივნიმ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განაცხადა, დოლარში ბიზნეს ტრანზაქციების შეზღუდვა დადებით გავლენას არ იქონიებს. მისი განცხადებით, უახლოეს რამდენიმე თვეში ლარის გამყარებაა მოსალოდნელი და ამ შემთხვევისთვის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი თუ რომელ ვალუტაში სურს ტრანზაქციის განხორციელება.
„მთავრობა ეცადა პასუხისმგებლობით მოკიდებოდა დეკემბერში ლარის მკვეთრი გაუფასურების საკითხს. მთავრობის პასუხი კი შედგება ორი ნაწილისგან, - ერთი მათგანი არის ის რომ ლარი გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი და რომ ბიზნეს ტრანზაქციები ლარში უფო მეტად იაფი გახდეს. ეს ნაწილი საკმაოდ პოზიტიურია. ეს კარგია მონეტარული პოლიტიკისთვის, ასევე ეროვნული ბანკის შესაძლებლობებისთვის რომ გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა.
ჩემი და ბიზნეს სექტორის აზრია, რომ სხვა გათვლები, ისეთი როგორიცაა მაგალითად რომ დოლარი გაძირდეს, ასევე დაწესდეს შეზღუდვები დოლარში ტრანზაქციებზე დადებით შედეგს არ მოიტანს. უახლოეს რამოდენიმე თვეში ლარის გამყარებაა მოსალოდნელი და ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თუ რომელ ვალუტაში განახორციელოს ტრანზაქცია. ეს თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კვლავ არ იცის ზუსტად როგორ მიუდგეს ამ საკითხს.
ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ არცერთმა მხარემ არ იჩქაროს. საკმაოდ მარტივია შეცდომის დაშვება.
ლარიზაცია არის როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური პროექტი. საბანკო სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში. თუ ბანკები აკეთებენ, იმას რაც მათ არ სურთ, ეს კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტებს გააძვირებს. სესხის გაძირება კი პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს“, - განაცხადა ლივნიმ.

























