მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის კონცერტებზე 3000-ზე მეტი ბილეთი გასაყიდი დარჩა

5a941450bd55e
მეგი კავთუაშვილი
26.02.18 18:05
974
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროექტ „Check in Georgia“-ს მიმდინარეობა შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა.

„საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების რეპორტირებას და დადოკუმენტირებას - და შემოსავლის აღიარება ხორციელდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტების შესაბამისად. მოცემული სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით გაუყიდავი ბილეთების რაოდენობამ შეადგინა - 3,719 ერთეული, ღირებულებით - 141,840 ლარი.“- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

სსიპ „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ მიერ 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ - 3,044,030 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები