მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

არჩილ მესტივირიშვილი

ეროვნულ ბანკს არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - წერის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი Facebook-ზე. 

როგორც BMG-ის არჩილ მესტვირიშვილმა უთხრა, მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა. 

"რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები. 

კითხვაზე თუ ჰქონდა კომუნიკაცია ნათია თურნავასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მესტვირიშვილი პასუხობს: არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია",- ამბობს მესტვირიშვილი. 

ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გამონაკლისი დაიშვა საქართველოს სანქცირებული მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები