„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები და აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება“-ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო პერიოდში 30 მილიონი დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები. აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება და ყოველი მომენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევავსოთ რეზერვები უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისათვის, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველო განიხილონ საიმედო ქვეყნად.
იცით, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა რამდენიმე სარეიტინგო კომპანიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ის, რომ სებ-მა გაზარდა საერთაშორისო რეზერვები იყო ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ელემენტი იმისა, რომ გაუმჯობესდა საქართველოს სუვერენული რეიტინგი.
როცა სებ-ი აწარმოებს და როდესაც აწარმოებდა შესყიდვას, ის ამას აკეთებდა, როცა იყო გამყარების ტრენდი, მაგრამ ის არასოდეს არ ცვლიდა ამ მიმართულებას ანუ ტრენდი ისევ გრძელდებოდა გამყარების.
შეგიძლიათ ნახოთ საერთასორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის პრესრელიზი, რომელცი ცალსახად და მკვეთრად ამბობს, რომ სებ-ის ჩარევები საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ასე რომ სებ-ის ასეთი ინეტრვენციები ლარის კურსზე არ ახდენს გავლენას არცერთ შემთხვევაში.
როდესაც ვამბობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანა საიმედო პარტნიორად იყოს აღქმული, ამის დადასტურება იყო ის, რომ რამდენიმე დღეში, როცა ეს მოვლენები დაიწყო, როცა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყო გამოშვბეული 50 მილიონის 5 წლიანი, საპროცენტო განაკვეთმა დაიწია ხოლო უცხოლების მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ იმ მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანა არის მიჩნეული საიმედო ქვეყნად და კარგ პარტნიორად“-აცხადებს კობა გვენეტაძე.

























