ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია მხოლოდ 3–მა ორგანიზაციამ გაიარა, რომელთაც დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოზიდული ჰქონდათ 20–ზე მეტი ფიზიკური პირისგან. რეგისტრაციის ვადა 11 მარტს ამოიწურა.
როგორც Bm.ge-ს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რეგისტრაციაზე განაცხადი 3–მა ორგანიზაციამ წარადგინა. ერთს უარი ეთქვა, რადგან სარეგისტრაციო პირობები ვერ დააკმაყოფილა; მეორემ განხილვის პროცესში უკან გაითხოვა განაცხადი. მესამეს განაცხადი კი განხილვის სტადიაშია.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონს დაემატა 483 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა (მათ შორის, სესხის მიღება) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ ასეთი საქმიანობას ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მეწარმე თუ არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დღეის მდგომარეობით 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

























