მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის - კანონს ხელი პაპუაშვილმა მოაწერა

BM.GE
20.06.23 16:24
149
სტატიაში საუბარია:
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს კანდიდატები წარუდგინა, თუმცა ცნობილია, რომ უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერს, რა არგუმენტები აქვთ მმართველ პარტიაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები