მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტა იაპონურ იენთან ერთად სეტის სახით გაიყიდება

588612ce5d25f
BM.GE
23.01.17 18:25
3475
იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და იაპონიის ზარაფხანას შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

სეტის პრეზენტაცია, იაპონიაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა. სულ დამზადდა 30 000 ცალი სეტი. სეტის სარეალიზაციო ღირებულება 2 100 იაპონური იენია და ის იაპონიაში გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები