მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2021 წლის გამოშვების ორი ავტომობილის შეძენას აპირებს

61630ec5a837d
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.21 22:00
1990
საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის გამოშვების ორი ავტომობილის შეძენას აპირებს. შესაბამისი სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

შესყიდვის საწყისი ღირებულება 221 900 ლარია, რაც დაახლოებით 71 ათასი დოლარია, შესაბამისად, ერთი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 35.5 დოლარი გამოდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოთხოვნილია თეთრი, ვერცხლისფერი, რუხი ან ყავისფერი სედანების შეძენა, რომელთაც არანაკლებ 152 ცხენის ძალა აქვთ. ასევე მოთხოვნილია, რომ გამოშვების წელი უნდა იყოს არანაკლებ 2021 წლისა.

ტენდერში წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს იწყება და 19 ოქტომბერს დასრულდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები