მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი $60 მილიონის გაყიდვის მიზეზს ასახელებს

რეფინანსირების განაკვეთი

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა დოლარის კურსმა 2.8635 შეადგინა.

ეროვნული ბანკის განცხადებით სავალუტო ინტერვენცია ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების ეფექტის შემცირებას უკავშირდებოდა, რადგანაც სებ-ის თანახმად, დღეს ბაზარზე მსხვილი მოცულობის გარიგებები განხორციელდა.

"ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები