მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკი არასდროს აძლევდა ბანკებს საშუალებას დიდი ოდენობით ინვესტიციები განეხორციელებინათ არაპროფილურ აქტივებში"

58887deace80e
ნინო კვინტრაძე
25.01.17 14:27
1700
"ბანკის აქციონერს ვერ აუკრძალავ, რომ სხვა ტიპის ბიზნესი ჰქონდეს", - აცხადებს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე. მისივე თქმით მსგავსი საკითხის აკრძალვა შეუძლებელია. როგორც ჯაფარიძე ამბობს, დღეს საქართველოში ბანკებისგან არაპროფილური აქტივები გამიჯნულია და ამ საკითხს მკაცრად აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

"საზოგადოდ ჩვენი ბანკის პოლიტიკაა, რომ ჩვენ არასდროს არ ვახორციელებთ ინვესტიციას არასაბანკო და არაარაპროფილურ აქტივებში. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეს საკითხი მისაღებია, რამდენად საჭიროებს ეს საკანონმდებლო ინიციატივას ვერ გეტყვით, მაგრამ ეროვნული ბანკი ძალიან პრინციპულად უდგება ამ საკითხს და არასდროს აძლევდა ბანკებს საშუალებას დიდი ოდენობით ინვესტიციები გაეკეთებინათ არაპროფილურ და არასაფინანსო მომსახურების სფეროში. თვითონ, რომ ბანკს დღეს შეზღუდული აქვს არასაბანკო სფეროში ინვესტირება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით საჭიროდაც მიმაჩნია, რადგან ბანკი უნდა უფრთხილდებოდეს დეპოზიტარების თანხებს და მხოლოდ იმ სფეროში უნდა მოახდინოს ინვესტირება რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან და ესაა ფინანსური მომსახურება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები