მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი: ახალი რეგულაციები ძალაში 1-ლი ნოემბრიდან აღარ შევა

5bd7fdac5944d
თამუნა ქემერტელიძე
30.10.18 10:43
19653
ეროვნული ბანკის რეგულაციები 1-ლი ნოემბრიდან ძალაში აღარ შევა, - ამის შესახებ BMG -ს ინფორმაცია ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. მათი თქმით, ამ დროისთვის ტექნიკური საკითხების განხილვა მიმდინარეობს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება თუ როდიდან შევა საცალო დაკრედიტების ახალი ინსტრუქცია ძალაში. ამასთან, ეროვნულ ბანკში ასევე ადასტურებენ, რომ მუშაობა რეგულაციების გამარტივების კუთხითაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან დაგეგმილი იყო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა. რეგულაციები სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებდა. კერძოდ:

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები