მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკი ბიზნესის თავისუფლებაში ერევა"

5bc5e98cca393
BM.GE
16.10.18 17:36
1183
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი უფლებამოსილებებს ბოროტად იყენებს. ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციებით, ბანკი ბიზნესის თავისუფლებას ზღუდავს.

""ქართულმა ოცნებამ" ეროვნულ ბანკს, რეგულაციების მოგონების, შექმნისა და დამტკიცების უფლებამოსულება გადაულოცა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ უფლებამოსულებას კი ეროვნული ბანკი ბოროტად იყენებს, ოღონდ იყენებს "ქართული ოცნების“ მთავრობის დავალებით, ამიტომაც გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა. ეროვნული ბანკი უკვე პირდაპირ ერევა ბიზნესის თავისუფლებაში, რაც ახალი რეგულაციებში გამოიხატება, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ეკონომიკა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები