მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

5d49730744d1e
თელარა გელანტია
06.08.19 16:30
7666
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია, კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა.

ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია", - ნთქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძეს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდა; მსგავსი შინაარსის განცხადებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდანაც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები