ლიბერთი ბანკის გაყიდვისა და სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ ეროვნული ბანკი საქმის კურსშია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ შესაბამისი ინფორმაცია "ლიბერთი ბანკისგან" უკვე მიიღეს, ახლა კი დოკუმენტების გაანალიზების პროცედურა მიმდინარეობს.
"რაც შეეხება ბანკის გაყიდვას და მათი მფლობელების შეცვლას, დიახ, ეს არის მკაცრად გაწერილი პროცედურა. ჩვენ მივიღეთ პირველი ინფორმაცია უკვე ამასთან დაკავშირებით, ახლა ვაანალიზებთ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია და ამ წესების მიხედვით დავიწყებთ გარიგების შესწავლას",- აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ბანკმა გაავცრელა ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ირაკლი რუხაძე უერთდება, ლადო გურგენიძე კი ტოვებს.

























