ეროვნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს მასპინძლობს. ორდღიან ღონისძიებას 15 ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება და მის ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გლობალურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ. როგორც ფორუმზე აღინიშნა, ამ მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა და უკვე არსებობს 800 მლნ ლარის მოცულობის მწვანე სესხების საკრედიტო პორტფელი. როგორია მდგრადი დაფინანსების გლობალურ ტენდენციები და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით საქართველო. რა პროგრესი აქვს ქვეყანას მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით?