მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ სიფრთხილისკენ მოუწოდებს

5d63d8c978393
BM.GE
26.08.19 17:03
934
მოსახლეობის ინტერნეტ-თაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.

ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი ინტერნეტ-თაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული საფრთხეები.

ამ ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ-სივრცეში გამოყენებისას.

ვიდეორგოლი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=92ak0gxO64U&feature=youtu.be

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები