მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: "პარლამენტში მიწვევის წერილი არ მიგვიღია"

5c77eb6c01d7a
დავით ჯალაღონია
28.02.19 18:02
895
4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრო ჯაფარიძის მოსმენა გაიმართება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, კომიტეტის სხდომა მედიისთვის დახურული იქნება, თუ - ღია.

თავის მხრივ, BM.GE დაინტერესდა, ამავე სხდომაზე მივა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა მიწვევის წერილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან ჯერ არ მიუღიათ. 

გარდა ამისა, გვენეტაძის პარლამენტში დაბარების შესახებ კითხვას უპასუხოდ ტოვებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ TBC ბანკის საქმეზე კობა გვენეტაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დაიბარა და შესაბამისი წერილით კომიტეტის თავმჯდომარეს 26 თებერვალს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები