მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" პრაქტიკის დამკვიდრებას გეგმავს

5aa297376689b
მარი როჭიკაშვილი
09.03.18 18:15
1257
ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე მუშაობს, რომელიც სრულად იქნება მორგებული საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროდირექტივების მოთხოვნებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემაში „ანალიტიკა“ განმარტა, რომ შინამეურნეობების საკრედიტო დავალიანება სწრაფი ტემპით იზრდება, რაც საყურადღებოა მოსახლეობის ჭარბვალიანობის კუთხით. მისი თქმით, ფინანსური სტაბილუროობის თვალსაზრისით საკრედიტო პორტფელში ეს არ ქმნის პრობლემებს, რადგან თანხების რაოდენობა დიდი არ არის. თუმცა, დიდია მსესხებელთა რაოდენობა. ამიტომ მისი თქმით, უნდა იყოს შესწავლილი კლიენტის უნარი, თუ როგორ მოემსახურება სესხს, რათა შემდგომ არ მოხდეს მისი დაზარალება.

“ჩვენ ერთის მხრივ გვინდა რომ ფინანსური რესურსი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, იმ ტექნოლოგიებით რაც დღეს არსებობს საკმაოდ ადვილია. მეორეს მხრივ გვინდა ამ ხალხს პრობლემები არ შეექმნას. სწორედ ამიტომ საჭიროა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრება, რომელიც ევროდირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები