მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს იწყებს - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ქუთაისში გაიმართება

588708e989fd8
BM.GE
24.01.17 11:54
1681
საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას იწყებს. პირველი შეხვედრა 25 იანვარს ქუთაისში გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ დეტალურად გააცნობს კომიტეტის გადაწყვეტილებას.

იმერეთში ვიზიტის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

კობა გვენეტაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები