მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით აფერხებს კორპორატიულ დაკრედიტებას"

5c077c28cb44a
BM.GE
05.12.18 11:40
1148

"ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით აფერხებს კორპორატიულ დაკრედიტებას,"- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ბუნდოვანი და გაურკვეველია, ხოლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი, მსხვილი ბიზნესის დაკრედიტებისთვის ხელმისაწვდომი არაა, რაც სებ-ის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მკაცრ მიდგომებს უკავშირდება. 

"ჩვენთვის განუსაზღვრელია ეროვნული ბანკის პოლიტიკა, მისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მე ვერ გავიგე ამ პოლიტიკის თავი და ბოლო. თუ ამბობენ, რომ მცურავია კურსი, მაშინ ხომ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს დაცურავს კურსი. სიამაყით ამბობენ, რომ 120 მილიონი დოლარი შეისყიდეს, არჩევნებამდე კი, 30 მილიონი დოლარი. რატომ მხოლოდ ერთ მხარეს? თუ ინტერვენციებს ვახორციელებთ, მაშინ გაუგებარია, რატომ ხდება ეს ცალ მხარეს. ბიზნესისთვის აუცილებელია, რომ ვალუტა იყოს მყარი. თუ მცურავია, იყოს რეალურად მცურავი და არ ხდებოდეს ისე, რომ ინტერვენცია მხოლოდ ერთი მიმართულებით ხორციელდებოდეს. კორპორატიული ბიზნესისთვის არაფერი არ კეთდება. ზედამხედეველობის სამსახურს აქვს ისეთი მიდგომა, რომელიც აფერხებს ბიზნესს,"- ამბობს პაპაშვილი.


ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გადაცემა "საქმიან დილაში" ასევე ამბობს, რომ ჭარბვალიანობის წინააღმდეგ დაგეგმილი ახალი რეგულაციები, რომლებიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, სამომხმარებლო ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.

თუმცა, პაპაშვილის თქმით, ეს ცვლილებები საჭიროა იმ მხრივ, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას უფრო დაცული იყოს. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები