მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

5c2a013bacf12
თელარა გელანტია
31.12.18 17:12
795
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -23.1 მლრდ აშშ დოლარი (-60.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.0 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 551.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მისივე ცნობით, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.5 მლრდ აშშ დოლარია (24.9 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 115.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.6 მლრდ აშშ დოლარი (85.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 435.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები