საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ქცევის კოდექსს დანერგავს.
ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ,,საქმიანი დილაში” განაცხადა.
მისი თქმით, დაინერგება წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული ერ-ერტი საუკეთესო ქცევის კოდექსი, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა.
„გვსურს, ეს კოდექსი გადმოვიღოთ საქართველოში. სავალუტო ბაზარი ჩვენთან არ არის რეგულირებული, მაგრამ ბოლო წლებში გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ერთიანი გამჭვირვალე ქცევის წესები იყოს ამ ბაზარზე. 40-მდე ცენტალური ბანკი გაწევრიანებულია და გვინდა, ჩვენც შევუერთდეთ”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

























