მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

5b07b25c41fa8
BM.GE
25.05.18 10:49
931
საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურისა და ინსტრუმენტების დახვეწასა და განვითარებაზე. უწყების ინფორმაციით, 2015 წლიდან ეროვნული ბანკი აქვეყნებს და რეგულარულად ანახლებს ლარის შემოსავლიანობის მრუდს. დამატებით ეროვნული ბანკი იწყებს მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასებისა და შემოსავლიანობის მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც ეფუძნება ლარის შემოსავლიანობის მრუდს.

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე. ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები