მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: ხვალ, 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გავყიდით

5d419e25de63f
თელარა გელანტია
31.07.19 17:50
9066
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები