„არანაირი კავშირი ჩემს წასვლას ამ, ან სხვა რეგულაციებთან, არ აქვს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.
„ბედნიერი ვარ რომ 2 წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე საფუძვლიან ცვლილებებში და მეტად კარგ გადაწყვეტილებებში, რომელიც საფინანსო სექტორს ეხება. მგონია, რომ ეს ცვლილებები მრავალი წლების განმავლობაში გამოადგება ქვეყანას“, - ამბობს კიკორია.
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის და ბრძანება რომელიც ძალაში რამდენიმე დღეში შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:
1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.