მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო 5-ლარიანი მონეტა დაიბეჭდება

5c1a0bcf480eb
თამუნა დემეტრაშვილი
19.12.18 14:15
634
ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო 5-ლარიანი ნომინალის მონეტა დაიბეჭდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოლექციო მონეტის დიზაინი უკვე შერჩეულია და ის მომავალი წლის ბოლოს დაიბეჭდება.

„ვფიქრობთ, რომ კოლექციონერებს ეს საკითხი დააინტერესებთ, რადგან ძალიან დიდი ინტერესია ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტების მიმართ და დიდი მოთხოვნაც არის მათზე. ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს კიდევ რამდენიმე საინტერესო მონეტა გამოვუშვათ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მომავალ წელს ეროვნული ბანკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი 2019 წელს ღონისძიებების სერიას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები