მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

ბექა დოჭვირი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი იქნება, რომელიც ამ დრომდე, ამ დრომდე სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღმასრულებელი დირექტორი კი, ვახტანგ ბურკიაშვილი იყო.

ბექა დოჭვირი პროფესიით იურისტია. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით:

2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე;

2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში;

იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი;

მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში;

კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. სებ-ის საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა ნინო ჯელაძემ კი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები