მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის ფულად - საკრედიტო პოლიტიკა - რა მოლოდინები აქვს სებ-ს?

რა ნაბიჯებს დგამს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისთვის -დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კანონმდებლებს პოლიტიკის მთავარი ორიენტირები და საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო. ეროვნული ბანკი წელს საშუალო ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ელის, მომდევნო წელს კი, სებ-ის პროგნოზით, ინფლაცია დაჩქარდება და 3%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. ეროვნული ბანკი პოლიტიკის წარმოებისას განსაკუთრებულ აქცენტს გლობალურად და, განსაკუთრებით, რეგიონში მაღალ გაურკვევლობებზე აკეთებს და სწორედ ამით ხსნის მონეტარული პოლიტიკის შერბილებისას სიფრთხილეს. არსებული სცენარით რეფინანსირების განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს, რაც მიმდინარე შეფასებით 7%-ს შეადგენს, მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დაუახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები