მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ხისტია და ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება"

5b041367181fc
მაია ბიწაძე
22.05.18 19:00
799
ეროვნულ ბანკს შეეძლო უკეთესი გადაწყვეტილების მიღება და იგივე მიზნის უფრო უმტკივნეულოდ მიღწევა, - ამის შესახებ "ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის რეგულაციები, რაც ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს დაუწესდა, ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

"რა მეთოდით უნდა მოხდეს ჭარბვალიანობის შემცირება ეს არის მთავარი, თორემ ჭარბვალიანობა რომ არ უნდა იყოს, ერთმნიშვნელოვანია და ამაში ვეთანხმები ეროვნულ ბანკს. მაგრამ, ის ნაბიჯები, რაც რეგულაციების მიმართულებით გადაიდგა, იყო ხისტი და არამხოლოდ ჩვენს სექტორზე, არამედ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

ის გათვლა, რომ 0,6 %-ით შემცირდება ეკონომიკური ზრდა, რეალურად ეკონომიკის 10%-ით შენელებას ნიშნავს, თითქოს, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ ნებისმიერ 1%-იან შემცირებას იგრძნობს ჩვენი თითოეული მოქალაქე. თუნდაც 0,6%-ით იყოს შეფერხება. არ არის სასურველი რომ ეს მოხდეს, ჩვენ პირიქით ზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მოკლედ, თვითონ მიზანი არის სწორი, რომ ჭარბვალიანობა შემცირდეს, მაგრამ ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო გაცილებით უმტკივნეულოდ, ისე რომ არც ის 0,6%-იანი შემცირება გვქონოდა",- განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები