მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი Fitch-ის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული"

5c73daed23b2e
თელარა გელანტია
25.02.19 16:06
867
Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობისთვის.

„საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა Fitch-ის გადაწყვეტილებაც, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

Fitch-ის რეიტინგის თანახმად, 2018 წელი გამოირჩეოდა სტაბილური ინფლაციური გარემოთი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ საშუალოდ 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ახლოს არის ეროვნული ბანკის მიზნობრივ დონესთან - 3%-თან. ფასების სტაბილურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

2018 წელს რეგიონში გაზრდილი ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც თავის მხრივ, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნება უწყობს ხელს.

„აღსანიშნავია, რომ ასეთი რეჟიმის უმთავრესი დადებითი მახასიათებლები ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური გავლენის შესუსტება, ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და, შედეგად, ეკონომიკის ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციის შესრულებაა. ეს გასული პერიოდების კრიზისების დროსაც არაერთხელ დადასტურდა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები