მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის პოზიცია "ვალების განულებაზე"

5bf2859f70964
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.18 13:40
2167
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივის ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.

მისი თქმით, მსგავსი პრობლემები დღის წესრიგში სამომავლოდ აღარ დადგება, რადგანაც პირველი იანვრიდან ძალაში შედის „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა“, რაც ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს გადახდის შესაძლებლობა, მასზე სესხის გაცემა იქნება გართულებული.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა და ამ მიმართულებით რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. მათ შორის პირველი იანვრიდან შევა ძალაში ახალი დებულება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს გადახდის შესაძლებლობა, მასზე სესხის გაცემა იქნება გართულებული. სესხის გამცემმა უნდა შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასცეს სესხები. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები, რომლის მოგვარებაც ახლა ხდება, მომავალში აღარ უნდა დადგეს“,- აცხადებს მესტვირიშვილი.

კითხვაზე, ხომ არ არის სესხების ჩამოწერა უსამართლო მიდგომა კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის, მესტვირიშვილი პასუხობს:

„კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის სესხის პროცენტი განსხვავებულია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს კარგი საკრედიტო ისტორია, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ საპროცენტო განაკვეთები იყოს გაცილებით დაბალი, ასევე ხელმისაწვდომი, ვიდრე სახვა შემთხვევაში იქნებოდა“,- აცხადებს მესტვირიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები