მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს"

5c752fdd2fb8e
სალომე მეცხვარიშვილი
26.02.19 16:30
956

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც თიბისის საქმე უნდა განხილულიყო, თუმცა სხდომა დაიხურა.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ, შუშის სასახლიდან. დღეს მან ფაქტობრივად პარლამენტს აუკრძალა ამ თემის განხილვა. პარლამენტი იშლება საპარლამენტო უმრავლესობის სახით, დაშალა ყველაფერი და სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელი არის ივანიშვილის მძევალი, გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

პარლამენტარისვე შეფასებით, აღნიშნული გარემოებების გამო ანაკლიის პროექტს დიდი ხნის განმავლობაში დაესვა კითხვის ნიშანი.

შეგახსენებთ, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელზეც თიბისის საქმე უნდა განეხილათ, ჩაიშალა. მიზეზი გახდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომ საქმის დეტალური განხილვა დააზიანება თიბისის, რის შემდეგაც კომიტეტის ხელმძღვანელმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. თუმცა, თავად თიბისის თანადამფუძნებლები ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ბანკს, არ ეთანხმებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები