მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკის ზრდა 2017 წელს 4% იქნება

59132d24b1686
BM.GE
10.05.17 19:05
1356
ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ–ს ზრდა 2017 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ უწყების მაისის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება და, ზოგადად, დაგეგმილი ფისკალური სტიმული ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს.

"ამასთან, მოსალოდნელია, რომ საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, წმინდა ექსპორტი ზომიერად გაუმჯობესდება და 2017 წლის რეალური მშპ-ს ზრდაში მცირე, თუმცა დადებით წვლილს შეიტანს წინა წლებში წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებდა რეგიონში არსებული გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც ქართულ ექსპორტზე მოთხოვნასა და ფულად გზავნილებზე აისახებოდა. წმინდა ექსპორტის უარყოფით წვლილს ხელს უწყობდა ასევე ფისკალური სტიმული და მოხმარების ზრდა. თუმცა აღნიშნული ფაქტორების უარყოფითი გავლენა საბოლოოდ დაბალანსდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე, 2014 წელთან შედარებით, დაბალი ფასებით (რაც დადებითად მოქმედებს როგორც მიმდინარე ანგარიშზე, ასევე ეკონომიკის ყველა სექტორზე), ხოლო მეორე მხრივ, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გასულ პერიოდში მომხდარი კორექტირებით.
მშპ–ს პროგნოზის რისკებში მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია. კერძოდ, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, თუკი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გაღრმავდება ან აღნიშნული შოკი მოსალოდნელზე მეტად გადმოეცემა საქართველოს, მაშინ ეკონომიკური ზრდა პროგნოზთან შედარებით შემცირდება. ასევე რისკის შემცველია აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, რაც სავაჭრო არხებითა და მასთან დაკავშირებული მოლოდინებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, თუკი გამოყენებული იქნება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ან დაჩქარდება საინვესტიციო პროექტები და ბიზნეს განწყობა მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდება, მაშინ მშპ–ს ზრდა პროგნოზირებულთან შედარებით მაღალი იქნება”,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

პარასკევს გადაცემა "ანალიტიკაში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განცახადა, რომ არ არის გამორიცხული 4%-იანი ზრდა უფრო პოზიტიური პროგნოზისკენ შეიცვალოს.  დღესვე გამოქვეყნდა EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, სადაც ორგანიზაციამ ასევე უცვლელი დატოვა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები