გვიან ღამით დასრულდა პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატთა შერჩევისათვის შექმნილი კომისიის წევრების შეკრება, რომლებმაც 8 კანდიდატს მოუსმინეს. რეკომენდაციები რაც პრეზიდენტისთვის საბჭოს მხრიდან იქნება გაცემული უცნობი რჩება, არსებული ინფორმაციით, გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგენს. თუმცა ამ დრომდე ვიცით რომ 28 კანდიდატის განაცხადიდან, 8 სრული კონსენსუსით იყო შერჩეული. საჯარო გასაუბრების დროს რომელიც ონლაინ სოციალური ქსელებით იყო ხელმისაწვდომი კომისიის წინაშე წარდგნენ იოსებ ბერიკაშვილი; ლაშა ქავთარაძე; მამუკა ჯიბუტი; ეკატერინე ღაძაძე; გიორგი თაბუაშვილი; არჩილ იაკობაშვილი ;ვახტანგ ჭარაია და ლევან სურგულაძე. რას შემატებს ეროვნულ ბანკს 28 კანდიდატიდან შერჩეული 8 წევრი? რა პასუხები ჰქონდათ კანდიდატებს გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე?