პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში პაპუნა ლეჟავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
პაპუნა ლეჟავას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი - წინააღმდეგი იყო.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სებ-ის საბჭოს წევრმა და ვიცე პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ ეროვნული ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.